undefined

ტუჩსაცხი

19.03.2025
1 წთ კითხვა
​
AnoukiBeauty-ს ტუჩსაცხის კოლექცია ექვსი საგულდაგულოდ შერჩეული ფერისგან შედგება, თითოეული მათგანი შექმნილია ქალის უნიკალურობისა და ინდივიდუალიზმის გამოსახატად. კოლექცია აერთიანებს როგორც კლასიკურ, ასევე ექსპრესიულ ტონებს, რაც ნებისმიერ გემოვნებასა და სტილს ერგება.

​AnoukiBeauty-ს ტუჩსაცხის სახელები შთაგონებულია ძლიერი და გამორჩეული ქალებით, რომლებიც სილამაზის, სიძლიერის და თავდაჯერებულობის სიმბოლოები არიან. 

Anouki - თვალწარმტაცი, ღრმა იისფერი, რომელიც იპყრობს ყურადღებას და ასხივებს თავდაჯერებულობას. ეს არის გაბედული გადაწყვეტილება, რომელიც შესანიშნავია საღამოებზე შთაბეჭდილების მოხდენისთვის. 

Rhea: დახვეწილი ნუდი, რომელიც ასხივებს ელეგანტურობასა და ბუნებრივ სილამაზეს. მისი ნაზი, ნეიტრალური ტონი იდეალურია შეუდარებელი, კლასიკური იერისთვის – ხაზს უსვამს ბუნებრივ სილამაზეს. 

Gaia - კლასიკური წითელი, შეუცვლელი სილამაზის სიმბოლო.​

Sonia - ღრმა წითელი, რომელიც ელეგანტურობის და დახვეწილობის სიმბოლოა. სახელი Sonia ინსპირირებულია ბერძნული მითოლოგიიდან და ნიშნავს სიბრძნეს.

Bella– მკვეთრი ფუქსიისფერი, რომელიც გამოხატავს ინდივიდუალიზმს. შექმნილია თავდაჯერებული ქალებისთვის, რომლებიც არ უშინდებიან ექსპერიმენტებს. 

Thalia: თბილი წითელი, შთაგონებულია ბერძნული მითოლოგიიდან და ასოცირდება დღესასწაულთან.
​
​
logo